„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - თბილისის N103 სკოლის პედაგოგმა, მაია ხარატიძემ მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში ჩართო
11-05-2022
დედამიწის დღეთან დაკავშირებით თბილისის N103 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პედაგოგის მაია ხარატიძის ინიციატივითა და ორგანიზებით საინტერესო აქტივობები განხორციელდა მე-5ა კლასში. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია სლოგანით - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ შექმნეს პლაკატები და მაისურები. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვულკანის იმიტაციაც.