„აქტიური საათი“​ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებლის, ბადრი ჭელიძის ორგანიზებით, საინტერესო პროექტი ხორციელდება
11-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული „ახალი სკოლის მოდელში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პედაგოგთა ორგანიზებითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა იგეგმება და ხორციელდება. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის - ბადრი ჭელიძის ორგანიზებით, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი „აქტიური საათი“ სამი მიმართულებით: მაგიდის ჩოგბურთი, ჭიდაობა და ფეხბურთი. 

აქტივობის ფარგლებში მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა სხვადასხვა კომპლექსური დავალება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203