მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
11-05-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ისინი „საქართველოს ქალთა საბჭოს" მესტიის ორგანიზაციის საქველმოქმედო აქციას - „მესტია უკრაინელი დედებისთვის“ შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა თავიანთი მხარდაჭერა ვიდეორგილით დააფიქსირეს, მათ თავიანთი სურვილები გააჟღერეს და თემატური ნახატები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
„მოსწავლეებმა ნახატებით გადმოსცეს თავიანთი სურვილები უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი ბავშვების მიმართ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს