
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. ერკეთის საჯარ სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნულის სასწავლო გეგმა, რაც დადებითად აისახება საგაკეთილო პროცესზე.
ამჯერად, მე-8 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში, თემაზე „იმუნიტეტი, იმუნიტეტის სახეები“; პედაგოგის - ქეთევან გიორგაძის ძალისხმევით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ერთგვარი პრეზენტაცია, მოიძიეს ინფორმაციები და ერთმანეთს სხვადასხვა თემატური დაკვირვებების შედეგებიც გაუზიარეს.
გაკვეთილი შთამბეჭდავი და ინფორმაციული აღმოჩნდა, სადაც მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ფაქტები შეიტყვეს იმუნიტეტის თემატიკაზე.