თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორი, პაატა ჩორგოლაშვილი იტალიის ელჩის რეზიდენციაში იმყოფებოდა
11-05-2022
თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი საქართველოში იტალიის ელჩის რეზიდენციაში იმყოფებოდა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ პაატა ჩორგოლაშვილი მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„ჩვენი, თბილისის N71 საჯარო სკოლის ისტორიაში, კიდევ ერთი ფურცელი დაიწერა! იტალიის ელჩის საქართველოში, მ.ა. ენრიკო ვალვოს რეზიდენციაში, შედგა შეხვედრა - „იტალიური ენის სასკოლო საზოგადოება საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის მიერ სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. ელჩთან პირისპირ საუბარი იყო უაღრესად თბილი, საინტერესო, საქმიანი და მომავალზე ორიენტირებული! იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!“, - აღნიშნავს დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203