გორელოვკის N3 სკოლის პედაგოგმა, ნუგზარ მარკოიძემ VII კლასის მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალებები შესთავაზა
11-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა. შესაბამისად მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს დიდი ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, საინტერესო კომპლექსური დავალებები სკოლის მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებელმა, ნუგზარ მარკოიძემ მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შესთვაზა.
„მოსწავლეებმა საინტერესო დავალებები შეასრულეს მუსიკასა და ხელოვნებაში. მათ შორის: მუსიკაში - მექანიკური და ბუნებრივი მუსიკის გამოცნობა, სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებების ფრაგმენტებიდან. ხელოვნებაში - ბერძნული მითოლოგია და დამწერლობა. მოსწავლეებს მოეწონათ დავალებები, ინტერესითა და ხალისით შეასრულეს“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203