დედაენის ღირსეული მცველები თელავის N9 საჯარო სკოლიდან
11-05-2022
თელავის N9 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

მე-44 , მე-51 და მე-52 კლსებში ჩატრებულ გაკეთილებზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მოიძეს ფაქტები, ინფორმაცია სხვებს გააცნეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

აქტივობების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწალებელი ნათელა ჯიმშიტაშვილი იყო.

„ქართული მშვენიერი ენაა, მოქნილი და ზუსტი!", წერდა რენე ლაფონი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს უამრავი საინტერესო პრეზენტაცია, ქართული ენის ბიულეტენი, ბარბარიზმებითა და სწორი გამონათქვამებით.
პატარები შეთანხმდნენ, რომ მათი უპირველესი ვალია ქართული ენის სიწმინდის დაცვა. იმეტყველონ სწორი ქართულით, წერონ ლამაზად და იკითხონ ლიტერატურა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203