დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო აქტივობა
11-05-2022
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა.
მოსწავლეებს სასკოლო პროექტის - „მითვისწავლები მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ ფარგლებში, გამოჭრილი სიტყვები წინადადებად უნდა აეწყოთ და მიღებული აფორიზმები, ანდაზები ხმამაღლა წაეკითხათ.
აქტივობაში ისინი დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
„ლოტოს დაფებზე მოცემული იყო ანდაზები და აფორიზმები და ცალკე გამოჭრილი სიტყვები, სისწრაფის მიხედვით, უნდა დაელაგებინათ მოცემულ დაფებზე, შემდეგ ყველა ხმამაღლა წარმოთქვამდა თითო აფორიზმს. გარდა ამისა, ისევ ამავე პროექტის ფარგლებში, დავიწყეთ მოსწავლეების მიერ შესრულებული ხელნაწერების და ილუსტრაციების შეგროვება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
რა უნდა იცოდეთ, რომ მაღლი ქულა მიიღოთ ინგლისურის გამოცდაში - მნიშვნელოვანი რჩევები, სიტყვებისა და დამხმარე სიტყვების ჩასმის დავალების კარგად შესასრულებლად