თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ გალერეას ესტუმრნენ
11-05-2022
თბილისის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და პროფესიონალი პედაგოგიური კოლექტივის ძალისხმევით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას.
იმავდროულად, ბავშვები ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და არაერთ საინტერესო აქტივობაშიც მონაწილეობენ. ამჯერად თბილისის N6 საჯარო სკოლის მე-4 „გ“ კლასის მოსწავლეები ეროვნულ გალერეას ესტუმრნენ. კლასგარეშე აქტივობას შემეცნებითი და ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა. ბავშვებმა მიიღეს საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, დაიმუხტნენ დადებითი ემოციებით და ერთმანეთს შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს.
„დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ფცქიალაძეს დღევანდელი საინტერესო დღისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს