ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ფრენბურთში შიდასასკოლო პირველობა გაიმართა
11-05-2022
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ეთმობა და სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, VI-VIII კლასების მოსწავლეებს შორის, ვაჟებსა და გოგონებს შიდასასკოლო პირველობა ფრენბურთში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ შეჯიბრში თითოეული მონაწილე დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთო.