თბილისის N200 საჯარო სკოლის პედაგოგს მენტორის სტატუსი მიენიჭა
11-05-2022
თბილისის N200 საჯარო სკოლა-პანსიონში სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს; მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და აღსანიშნავია ისიც, რომ წარმატებით ინერგება მესამე თოაბის ეროვნული სასწავლო გეგმა.
ზოგადად, პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა პედაგოგების საქმისადმი თავდადების წყალობით, მოსწავლეები არ ჩამორჩნენ სწავლას, არ მოხდა წყვეტა სკოლასა და მასწავლებელთან, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ თბილისის N200 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითრებაზე.
ამჯერად, გვინდა გაგაცნოთ ინგლისური ენის პედაგოგი ნინო კაპერსკი, რომლაც მენტორის სტატუსი მიენიჭა და სკოლა ამაყობს მისი მიღწევებით:
„N200 საჯარო სკოლა-პანსიონის დირექცია და კოლეგები ვულოცავთ ინგლისური ენის მასწავლებელს, ნინო კაპერსკის მენტორის სტატუსის მინიჭებას; მადლობას ვუხდით თავდაუზოგავი შრომისა და გაზიარებული გამოცდილებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფრომაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203