„გადააქციე ყოველი დღე დედამიწის დღესასწაულად“ - ეკოდამცველები თბილისის N200 საჯარო სკოლიდან
11-05-2022
თბილისის N200 საჯარო სკოლაში, დირექცია და პროფესიონალი პედაგოგიური სზოგადოება, მუდმივად ზრუნავენ, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება; იმავდროულად კი, აქტიურად იყვნენ ჩართულები საინტერესო პროექტებში, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
თბილისის N200 სკოლა-პანსიონში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა, რომელიც მოსწავლეებმა, უსაყვარელს მასწავლებელთან ერთად, დედამიწის დღეს მიუძღვნეს და აქტივობას სახელიც დიდი რუდუნებით შეურჩიეს - „გადააქციე ყოველი დღე დედამიწის დღესასწაულად“ - ეს გახლდათ გზავნილი დედამიწის მკვიდრი მოსახლეობისთვის, რომ დედაბუნებას გაფრთხილება და მოვალა-პატრონობა ყოველდღიურად სჭირდება, რადგან სწორედ ისაა ჩვენი სახლი.
ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება. ცნობიერების ზრდასთან ერთად იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციაც, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას ერთიანად აპროტესტებს. 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203