იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
11-05-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში ლიზი ჭკადუა  (VIII  კლასი), დაჩი საბანაძე (VIII  კლასი), მარიამ კვანჭიანი (IX კლასი)
მადონა კვანჭიანი (IX კლასი), მარინა ჭკადუა (IX  კლასი), ონისე დავითიანი (IX კლასი), გივი კვანჭიანი (IX  კლასი) და ნონა დავითიანი (IX კლასი) მონაწილეობდნენ. მათგან ოთხი - ლიზი ჭკადუა, დაჩი საბანაძე, გივი კვანჭიანი და ნონა დავითიანი შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.  დანარჩენ მოსწავლეებს კი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცათ. ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დაჩი საბანაძე და ლიზი ჭკადუა მესტიის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდნენ. დაჩი საპატიო მე-4 ადგილს იკავებს, ლიზი კი მეხუთეს.

შეგახსენებთ რომ, 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი მესტიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 70 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „მესტიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 6 მაისსასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203