ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ გამოყვანილი ჩითილების გამოფენა მოეწყო
11-05-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქორეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, იმავდროულად კი, ადგილობრივი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში.

ქორეთის საჯარო სკოლაში არსებულმა მინი-კომპანია „პელარგონიამ“ მოაწყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ გამოყვანილი:პომიდვრის, წიწაკის, კომბოსტოს, კიტრისა და გოგრის ჩითილები, ასევე ყვავილების ნერგები.

„გამოფენამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა; დიდი მადლობა ქორეთის საჯარო სკოლის პედაგოგს - მაია შუკაკიძეს, რომელიც მეწარმეობის წრეს რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს და წარმატებებსაც აღწევს. მადლობა მშრომელ, ნიჭიერ და მოტივირებულ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203