ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგ ფაუსტინა ალბერტიანის სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
11-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ფაუსტინა ალბერტიანმა მორიგი საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ღია გაკვეთილის თემა იყო გარეული და შინაური ცხოველები.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის ყველაზე ახალგაზრდა და ახალბედა ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსმა მასწავლებელმა, ფაუსტინა ალბერტიანმა, დღეს ძალიან სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი შემოგვთავაზა თემაზე: გარეული და შინაური ცხოველები.

მასწავლებელმა გამოიყენა ყველა სახალისო და მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობა, რამაც უზრუნველყო მთელი კლასის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. მადლობას ვუხდით, ფაუსტინა მასწავლებელს და ვუსურვებთ, უამრავ წარმატებას მასწავლებლობის რთულ და საინტერესო გზაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203