თბილისის N208 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა მინი კონფერენცია გამართეს
11-05-2022
თბილისის N208 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, VIბ კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, მასწავლებელ მარიკა ჩხეტიანთან ერთად, დედამიწის დღეს მინი კონფერენცია - „ავიყვანდი ხელისგულზე დედამიწას და ცოტას მაინც დავასვენებდი“ გამართეს.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას, თუ რატომ აღინიშნება ეს თარიღი, რომელი ორგანიზაციები ზრუნავენ ბიომრავალფეროვნების და ეკოლოგიური უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.
ასევე, ისაუბრეს დედამიწის ეკოლოგიურ პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრაში საკუთარ წვლილზე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203