თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩითილები დარგეს
11-05-2022
თბილისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში აქტიურად არიან ჩართულები, რომლის ფარგლებშიც საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი დათესილი ჩითილები დარგეს, რა დროსაც ბავშვებს დირექტორმა მედეა გურგენიძემ ზამთრის ბაღის მოწყობის იდეა გაუზიარა.

„გაზაფხულის დაგვიანებულად მოსვლას იმედიანად შეეგებნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები. IV კლასის მოსწავლეებმა თავიანთი დათესილი ჩითილები დასარგავად გამოიტანეს (მასწავლებელი თამუნა ხიზანიშვილი). მათ შეუერთდნენ VIII კლასის მოსწავლეები, რომლებიც პატარებს მხარში ამოუდგნენ. მათმა დამრიგებელმა, ქალბატონმა, მარინა გორგიშელმა ბუნების გაკვეთილი ბუნებაში ჩაატარა. ბავშვების წამოწყებას სკოლის დირექციაც შეუერთდა; დირექტორმა, ქალბატონმა, მედეა გურგენაძემ მოსწავლეებს ზამთრის ბაღის მოწყობის იდეა შესთავაზა.

იმედი გვაქვს, რომ eTwining პროექტი - „გაახარე მიწა“ გაგრძელდება და უახლოეს ხანში ამ საოცრებასაც ვიხილავთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203