„ქვეყანა მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს“ - როდიონოვკის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში თემაზე - „ქვეყანა მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს“ ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ბოლოს ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც VIII-IX კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ეპაექრებოდნენ. გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ მოსწავლეებს განუვითარა შემოქმედებითი, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, ჯგუფური მუშაობის უნარი და პატრიოტული გრძნობა.
იხილეთ ვიდეომასალა: