თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის შეჯიბრში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
11-05-2022
თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მოსწავლეების საფეხბურთო გუნდმა ასახელა.

მინი ფეხბურთში გამართულ სასკოლო ლიგაში ერთმანეთს თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეები და სკოლა „ლომისი“ დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N207 საჯარო სკოლამ შეჯიბრში დიდი წარმატებით იასპარეზა და მოწინააღმდეგე 14:0 დაამარცხა.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203