იხტილის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაასრულეს
11-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, პირველკლასელებმა დამრიგებლის, ჰაიკანუშ კარაგებაკიანის ხელმძღვანელობით „ანბანის ღონისძიება“ გამართეს.
პატარა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს. მათ შორის წარმოთქვეს ლექსები, სიმღერები და შეასრულეს ცეკვები.