წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მომავლის პროფესიების შესახებ ტრენინგს დაესწრნენ
11-05-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ტრენინგებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის ფარგლებში ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის ტექნო კლუბის წევრები (VIII-X კლასების მოსწავლეები) ტრენინგს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა მომავლის პროფესიები და კარიერული განვითარება იყო.
შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი უძღვებოდა. ასევე, საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა, მურო თაკალანძემ.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203