ტუნაძეების საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა
11-05-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მუნიციპალურ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა. 

ფრენბურთელ გოგონათა ტურნირი 2006–2008 წლებში დაბდებულთა შორის ხულოს მუნიციპალიტეტში, 6  მაისს გაიმართა. 

ტუნაძეების სკოლის გოგონებმა ყველა თამაში მოიგეს და პირველი ადგილი დაიკავეს. 

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებითა და თასებით, რომლებიც მათ ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ, რენარ ბოლქვაძემ და ხულოს რესურსცენტრის უფროსმა გენად აბაშიძემ გადასცეს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203