ევროპის დღ​ე გურძემის საჯარო სკოლაში
11-05-2022

6 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კახა ჯგერენაიას ხელმძღვანელობითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობებზე, ევროკავშირში გაწევრიანებასა და ინტეგრაციაზე და წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები.

ღონისძიებამ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203