ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანი პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ
11-05-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანი პედაგოგი ირმა რიონიძე და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე სასწავლო ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ორგანიზატორი საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია იყო. მასწავლებლებისთვის კურსის ფარგლებში აქტიურად ჩატარდა ტრენინგები და სხვადასხვა აქტივობები; აკადემიურ ნაწილს მოწვეული ტრენერი ლადო აფხაზავა გაუძღვა.
სასწავლო პროგრამის თითოეული მოდული მასწავლებლის პროფესიულ და პიროვნულ ზრდას ემსახურებოდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა და მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს