აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროფესორებმა და ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტებმა საჩვენებელი ლაბორატორიული ცდები ჩაუტარეს
11-05-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კიკნაძე, ასისტენტ პროფესორი გულთამზე თავდგირიძე და ქიმიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტები სტუმრობდნენ. 

მათ სკოლის VII- XII კლასების მოსწავლეებს ჩაუტარეს საჩვენებელი ლაბორატორიული ცდები.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეასრულეს ცდები.

სკოლაში სტუმრებს შემეცნებითი აქტივობების ჩატარებისთვის მადლობას უხდიან. 

„სკოლის დირექცია და პედაგოგები მადლობას უხდიან ქალბატონებს - ნინო კიკნაძეს, გულთამზე თავდგირიძეს და ქიმიის სპეციალობის სტუდენტებს განხორციელებული აქტივობებისთვის!“,- აღნიშნულია სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203