ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლე თამუნა კალაიჯიშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის მესამე ადგილის მფლობელია 
10-05-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლე თამუნა კალაიჯიშვილმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა. 

მოსწავლემ ასპინძის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ 2022 წლის დისტანციურ კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა და დიპლომი დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ასპინძელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 59 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ასპინძის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203