ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ოთხივე პროექტი ჰონგ-კონგის საერთაშორისო კონფერენციის ფინალშია
10-05-2022

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა საერთაშორისო კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობს. სკოლის ოთხივე პროექტი ფინალურ ტურში გადავიდა. 

სკოლაში იმედოვნებენ, რომ მოსწავლეები სკოლისა და ქვეყნის სასახელოდ  ფინალში წარმატებით წარდგებიან. 

 „ჰონგ-კონგის საერთაშორისო კონფერენციის GUSTB საორგანიზაციო კომიტეტიდან სასიხარულო ცნობა მოვიდა. ჩვენი სკოლის ოთხივე პროექტი გადავიდა ფინალურ ტურში! წელს, საქართველოს სახელით, GAHS-ის მოსწავლეებმა ნაშრომები წარადგინეს მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ინფორმატიკის სექციებში. 

3-დღიანი (10 – 12 ივნისი) კონფერენცია Global Youth Science and Technology Bowl 2022 ონლაინ რეჟიმში იმართება. გაისად კი ვიმედოვნებთ, რომ უკვე ვესტუმრებით ჰონგ-კონგს.

კონკურენცია ძალზედ დიდია, ამაში ფინალურ ტურში დაშვებული ქვეყნების ჩამონათვალითაც ვრწმუნდებით: კანადა, ჰონგ-კონგი, ინდოეთი, ინდონეზია , ირლანდია, მაკაო, მექსიკა, ფილიპინები, კატარი, პოლონეთი, სინგპური, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, შვედეთი, ტაილანდი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული არაბეთა საემიროები , ამერიკის შეერთებული შტატები, ვიეტნამი.

ფაქტობრივად, GUSTB მიჩნეულია სამეცნიერო პროექტების აზიის ღია ჩემპიონატად! იმედს გამოვთქვამთ რომ ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გამოვლენ ფინალურ ტურში!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203