დაბა მესტიის N2 სკოლის მოსწავლეები დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის ორგანიზებულ შთამბეჭდავ ღონისძიებას დაესწრნენ
10-05-2022
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლამ სულხან - საბა ორბელიანისადმი მიძღვნილ საღამოზე - „სულხან-საბა ორბელის ძე, სიბრძნით აღხდა ორბების ზე“ მიიწვია.

ღონისძიება 7 მაისს გაიმართა და საღამოს ორგანიზატორი დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სვეტლანა მჭედლიანი გახლავთ.

ღონისძიებაში რამდენიმე სკოლა მონაწილეობდა და არაჩვეულებრივად ჩაიარა.

მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში არაერთი, მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში თითოეული მონაწილე მოსწავლე თუ პედაგოგი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყო ჩართული, რისი შედეგიც ღონისძიების წარმატებულად დასრულება იყო. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203