თბილისის N133 სკოლის ეზო მესამეკლასელებმა ყვავილებით გაალამაზეს
10-05-2022
თბილისის N133 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს მუდამ დიდი ყურადღება ექცევა და ამ მხრივ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ეკატერინე ფუტკარაძის ხელმძღვანელობით მწვანე გაკვეთილის ფარგლებში საყვარელი სკოლის ეზო ნარგავებით გაალამაზეს.

ბავშვებმა სიყვარულით და ხალისით დარგეს ფერადი ყვავილები და სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალშიც აუცილებლად თავიანთ წვლილს შეიტანენ დედამიწის გამწვანებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203