თბილისის N191 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ
10-05-2022

თბილისის N191 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას. სკოლის პედაგოგები მაქსიმუს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო იყოს საინტერესო, მიმზიდველი და მრავალფეროვანი, ამიტომაც სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება. 

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პედგაგოგმა ეკა კობახიძემ IV კლასის მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჯადოსნური ვიზიტი მოუწყო. მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს ისტორიის საინტერესო ფაქტებს, ინფორმაცია მიიღეს მუზეუმში განთავსებული არტეფაქტების შესახებ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203