ქართული ენის დღესასწაული თბილისის N32 საჯარო სკოლაში
10-05-2022
თბილისის N32 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს და მრავალფეროვანი ღონისძიებები გამართეს, რომელშიც სასკოლო საზოგადოება ერთსულოვნად ჩაერთო.
„მოგეხსენებათ, 14 აპრილი დედაენის, ჩვენი საგანძურის, დღეა. პირველ რიგში, გილოცავთ თითოეულ ქართველს!
ჩვენს საუნჯეს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. სწორედ ამ ღირსშესანიშნავი ამბის გამოძახილი იყო ეს დღე ჩვენს სკოლაში. მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები არაერთ აქტივობაში იყვნენ ჩართულნი. ამით გამოვხატეთ სიყვარული, პატივისცემა; დავფიქრდით, კიდევ ერთხელ, რომ ქართული ენის მოვლა-პატრონობა ჩვენს ხელშია და ის ჩვენი, მომავალი თაობის მოვალეობაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203