თბილისის N127 სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემატიკას შთამბეჭდავი გაკვეთილი მიუძღვნეს
10-05-2022

თბილისის N127 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. ამის მაგალითია გასვლითი გაკვეთილი, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკას, კონკრეტულად კი დედამიწის დღეს მიეძღვნა.

თბილისის N127 საჯარო სკოლის მე-3 „ბ“ კლასმა ნინო ლათიბაშვილის ხელმძღვანელობით და მე-3 „გ“ კლასმა თამარ ტოკლიკიშვილის ხელმძღვანელობით, ბუნების გაკვეთილი ღია ცისქვეშ ჩაატარეს. „გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა ონლაინ-სწავლებაზეა, დაგეგმილი აქტივობის ჩატარება გადაწყდა ღია ცისქვეშ, კრწანისის ტყე-პარკში. აქტივობების მიზანს კი წარმოადგენდა „დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისთვის.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დაგეგმილ აქტივობაში. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა და ბავშვებმა გაითავისეს  ყველა ის დადებითი თუ უარყოფითი შედეგები, რაც ადამიანის ზემოქმედებას შეიძლება მოჰყვეს ბუნებაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203