დმანისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოსტერები შექმნეს
10-05-2022
დმანისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები English Book Education-ის კონკურსში, რომელიც სააღდგომო პოსტერების შექმნას გულისხმობდა აქტიურად ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა დაამზადეს, როგორც მატერიალური ისე ციფრული პოსტერები.

„ციფრული რესურსის შესაქმნელად გამოიყენეს canva.com. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი იყოს შემწე და მფარველი სრულიად მსოფლიოსი. აღსანიშნავია, რომ პოსტერებზე ერთნაირი ენთუზიაზმით იმუშავეს ქრისტიანმა და მუსლიმმა მოსწავლეებმა, რითიც ტოლერანტობის შესანიშნავი მაგალითი გვიჩვენეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203