ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესს ირჩევენ
10-05-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირების სასკოლო პროექტი თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჩვენ!“ განხორციელდა.
პროექტი სკოლის ეკოკლუბ „ფესვების“, წევრების მონაწილეობითა და ბიოლოგიის პედაგოგის, ხათუნა პოპიაშვილის დახმარებით გაიმართა.
სასკოლო პროექტში მე-7, მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა შექმნეს პროექტის პროდუქტი - პოსტერები შემდეგ საკითხებზე: მავნე ჩვევების მოქმედება ადამიანზე, მიკრობები და არაჯანსაღი კვება.
ბავშვებმა საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს და ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერება კიდევ ერთხელ აუმაღლეს.
პრეზენტაციაზე დაწვრილებით ისაუბრეს პირად ჰიგიენაზე, კორონა ვირუსზე, პრევენციულ საკითხებზე, ალკოჰოლის დადებით და უარყოფით მხარეებზე და თამბაქოს მოწევაზე. იმსჯელეს არაჯანსაღი და ჯანსაღი კვების შესახებ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც მოსწავლეები ასევე მასწავლებლები.
„მადლობა ბავშვებს და მასწავლებელს საინტერესო პრეზენტაციის ჩატარებისთვის!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203