წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასში ინგლისურენოვანი პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა
10-05-2022
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში პროექტის - A Country I Would Like To Visit პრეზენტაცია განხორციელდა.
მოსწავლეებმა მსმენელთა წინაშე პრეზენტაციები წარმატებით წარადგინეს. გამოიყენეს მრავალფეროვანი რესურსი: რუკა, მათ მიერ შექმნილი პოსტერები და ბოლოს Power Point პროგრამის დახმარებით საინტერესო ფოტომასალა წარადგინეს.
მოსწავლეები საუბრისას იყენებდნენ მათთვის შესაფერის ლექსიკას და წარადგენდნენ: რჩეულ ქვეყანას, მის დედაქალაქს, ენას, ღირსშესანიშნავ ადგილებს, პოპულარულ სპორტს და ამ ქვეყანაში მოღვაწე ცნობილ ადამიანებს.
პრეზენტაციის მიწურულს მასწავლებელმა წარადგინა ქვიზი: Guess The Capital City Of The Country.
პროექტი წარიმართა სახალისოდ და საინტერესოდ, გამოყენებულმა რესურსმა კი მოსწავლეთა მოტივაციის ზრდასა და მაქსიმალურ ჩართულობას შეუჭყო ხელი.
აღსანიშნავია, რომ მე-4 კლასის დამრიგებელი ცირა გეგუჩაძე გახლავთ, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო უგლავა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203