მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დაესწრნენ
10-05-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში მიმდინარე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას -“სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები IV“ დაესწრნენ.
კონფერენცია ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა. მსმენელებისთვის წარმოდგენილი თემები მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.
„კონფერენცია გაიხსნა სვანური ლილეოთი. საპატიო სტუმრების მისალმებით: მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი მეუფე ილარიონი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, „თსუ“ პროფესორი, როზეტა გუჯეჯიანი, მისალმების შემდეგ კი კონფერენციის მონაწილეებმა წარადგინეს საკონფერენციო თემები სხვადასხვა თემატიკაზე. დასასრულს გაიმართა ფილმის ჩვენება „ექვთიმე თაყაიშვილი“; მულახის საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონ ნელი გუჯეჯიანის სახელით სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის მადლობას ვუხდით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203