ბოგვის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლაშა აბულაძემ ძიუდოს ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა
10-05-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით აცნობს. 

ერთ-ერთია IX კლასის მოსწავლე ლაშა აბულაძე, რომელმაც ძიუდოში ახალგაზრდობის ცენტრის გამართულ, განთიადის ღია პირველობის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა. 

მოსწავლე 46 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 

სკოლის მასწავლებელები მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლის პედკოლექტივი ლაშას გამარჯვებას ულოცავს და სპორტულ კარიერაში კიდევ ბევრ წარმატებებს უსურვებს. ვამაყობთ შენით“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203