„ჩვენ ვიკვლევთ „ვეფხისტყაოსანს“ - თელავის N6 საჯარო სკოლის X კლასში სასწავლო კონფერენცია გაიმართა
10-05-2022

თელავის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ყველა აქტივობა მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას ემსახურება.

ამჯერად, მე-10 კლასში კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა „ვეფხიტყაოსაში“ საკუთარ მიგნებებსა და აღმოჩენებზე ისაუბრეს.

სასწავლო კონფერენცია მეათე კლასში (მასწავლებელი გ.პაპუნაშვილი) შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხიტყაოსნის“ შესწავლის დასრულების შემდეგ ჩატარდა.

„საკონფერენციო თემა - „ჩვენ ვიკვლევთ „ვეფხისტყაოსანს“ საინტერესო აღმოჩნდა როგორც მონაწილეთათვის, ისე დამსწრეთათვის. ამ თემაზე წარმოდგენილ ყველა ნაშრომში პატარა მკვლევარების ახალი მიგნებები და აღმოჩენები იყო. წარმატება ვუსურვოთ მომავალ ლიტერატურის კრიტიკოსებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203