ტობანიერის საჯარო სკოლის III და IV კლასის მოსწავლეები კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
10-05-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო იყოს, არაფორმალური განათლების მიღება კი სახალისო.

ამჯერად, III და IV კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო. დაწყებითი კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთა ინიციატივით, კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ და არაერთ საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ. 

„ ქრისტე აღსდგა! ბრწყინვალე შვიდეულის თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე!! ჩვენი, III და IV კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან და რამდენიმე მასწავლებელთან ერთად კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. მოსწავლეები გაეცნენ პატრიარქის ბიოგრაფიას და მიიღეს, მათთვის საინტერესო, კითხვებზე პასუხი.
მადლობა პედაგოგებს იმისთვის, რომ აქედანვე აღრმავებთ პატარების ცნობიერებაში, თუ რას ნიშნავს კათალიკოს-პატრიარქის მშობლიური სოფლის მკვიდრობა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203