„ფიზიკა და გონების ფრენა“ - იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გაკვეთილი
10-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პედაგოგები მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეებს პედაგოგის, ლიანა ნალბანდიანის ხელმძღვანელობით მეტად საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ფიზიკა და გონების ფრენა“ ჩაუტარდათ.
აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთო.