გორელოვკის N3 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მეორადი მუყაოს ქაღალდისგან სათამაშო დაფები შექმნეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, I, II, III და IV კლასის მოსწავლეები სახალისო სასწავლო თამაშებში აქტიურად ჩაერთნენ.
პატარა მოსწავლეებმა მეორადი მუყაოს ქაღალდებისგან სათამაშო დაფები - „ანტონიმებით თამაშისა“ და „თამაშით ანგარიშისთვის“ შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: