„დიდება უკრაინას!“ - დაბლაციხის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომას უცხადებენ
10-05-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლის, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის თემური ბერაძის ინიციატივითა და სკოლის დირექტორის, ერეკლე ჯიქიას მხარდაჭერით, დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სრულიად უკრაინას თანადგომას უცხადებენ.

„დიდება უკრაინას!“- ასეთია სასკოლო საზოგადოების გზავნილი. 

სკოლაში გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203