საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში ასტროფიზიკოსს უმასპინძლეს
10-05-2022

6 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლას ასტროფიზიკის პროფესორი ლადო სამუშია ესტუმრა.

აღსანიშნავია, რომ ბატონი ლადო გაიზარდა სოფელ საჩინოში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ასტროფიზიკა, მოიპოვა დოქტორის ხარისხი და ამჟამად მუშაობს კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (აშშ) და აბასთუმნის ობსერვატორიაში.

ლადო სამუშიამ მოსწავლეებს საინტერესო ლექცია წაუკითხა ასტრონომიაზე, ახალ ტელესკოპზე, გალაქტიკა ირმის ნახტომზე. მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში, დაუსვეს სტუმარს ბევრი კითხვა სამყაროზე, კოსმოსზე, შავ ხვრელზე, ასტეროიდებზე, უცხოპლანეტელებზე, მზეზე, გალაქტიკებზე და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

„იმედია, მსგავსი შეხვედრა მომავალშიც გაიმართება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203