
თბილისის N190 საჯარო სკოლის მე-31კლასში პროექტზე - „ტკბილი წიგნი“ მუშაობა წარმატებით დასრულდა.
პროექტი მესამეკლასელებს პედაგოგმა, მზია აფციაურმა შესთავაზა.
მოსწავლეებისთვის პროექტი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. სასიამოვნო იყო მოსაზრებების გაცვლის ეტაპი და პრეზენტაცია. პროექტმა მესამეკლასელები ბიზნესსამყაროში შეახედა და საინტერესო იდეები გაუჩინა.
პროექტის ბოლოს მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. N190 საჯარო სკოლის დირექცია თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ვიდეო: