
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IV კლასში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
ნატო თურმანიძემ სადამრიგებლო საათით გათვლილი ღონისძიება ქართული ენის დღეს მიუძღვნა. კალიგრაფიის კონკურსის თემა გახლდათ - „ქართული ენა ლაზარეა“.
მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მრავალფეროვანი კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
„საჭიროა მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურიდანვე ვასწავლოთ და ყურადღება მივაქციოთ კალიგრაფიას, შევაყვაროთ ენა და დამწერლობა , რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ლამაზად და მკაფიოდ წერის ხელოვნება ეს ხომ შემოქმედებითი პროცესია“,- აღნიშნავს მოსწავლეთა დამრიგებელი ნატო თურმანიძე.
იხილეთ ფოტოები: