საბათლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
10-05-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა აქტიურად ინერგება.
მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ყოველთვის დიდი ხალისით ასრულებენ.
ამჯერად, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, ალინა ტოვმასიანის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები შეასრულეს, რის შემდგომაც შესრულებული კომპლექსური დავალებები დეტალურად განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება დიდი ხალისით შეასრულეს.