იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლე მარინა კურეღიანი საგანმანათლებლო პროგრამაში წარმატებით მონაწილეობდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეები როგორც სასკოლო, ისე არაფორმალურ აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.
ამჯერად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნატოს საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ პროგრამა გაიმართა, რომელშიც იხტილის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარინა კურეღიანი მონაწილეობდა.
პროექტში მოსწავლე დიდი ხალისით და ინტერესით ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეებს მუდამ ხელს უწყობს, რათა თითოეული ბავშვი მისთვის სასურველ პროექტში ჩაერთოს და არაფორმალური განათლების კუთხით ცოდნა გაიღრმავოს.
იხილეთ ფოტო: