
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული კონკურსში - „გაამწვანე სკოლის ეზო“.
კონკურსის მიზანია მწვანე გარემოს შექმნა, რომლითაც სასკოლო საზოგადოება უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს გლობალური პრობლემის - კლიმატის ცვლილების შერბილებას.
მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში, სასკოლო-სასწავლო ნაკვეთში უკვე დათესეს მრავალფეროვანი ბოსტნეული.
„მართლაც, მწვანდება და მშვენდება ჩვენი სკოლის ეზო..
დღეს მაისის 6-ია, გაზაფხულის მზიანი და მხიარული დღე...
სწორედ ისეთი, მიწასთან ურთიერთობისა და მოფერების სურვილს რომ აღძრავს.
სასკოლო-სასწავლო ნაკვეთში დაითესა მრავალფეროვანი ბოსტნეულ-ბაღჩეული. მომავალი თაობა, საკლასო ოთახებში მიღებული ცოდნის ტრანსფერს ახორციელებს სკოლის ეზოში. უნიკალური ჯიშის ჯეჯილი „მახა“, „ზანდური“ და „დიკა“ მწვანედ ბიბინებს და ამაყად იწონებს თავს მაისის კეკლუცა მზის სხივების ქვეშ.
ჩვენ ჩვენი მოვლილი, მწვანე, სუფთა სკოლის ეზო, რომელიც მომავალში არაერთ სიურპრიზს გვპირდება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: