„ტყე შეუნახე შვილებსა“- ბოგვის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
06-05-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში, მარინა აბულაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება სახელწოდებით „ტყე შეუნახე შვილებსა“ გაიმართა.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, თავიანთი აზრი დააფიქსირეს, ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

სკოლა მათ წარმატებას უსურვებს.

„წარმატებებს გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203