ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით თემაზე საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
06-05-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის შესახებ შეხვედრა ჩატარდა. 

მასში მე-9, მე-10 და მე-11 კლსის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ თემის გარშემო ვრცლად ისაუბრეს და თემატური ნამუშევრებიც შექმნეს. გაიმართა დისკუსიაც. 

შეხვედრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის მიერ გაიმართა, მას ლუიზა ბოლქვაძე და ნონა მახარაძე ხელმძღვანელობდნენ.

„მოსწავლეებმა ისაუბრეს დედამიწის დღის მნიშვნელობაზე, გლობალურ საფრთხეებზე, დაბინძურების შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე და მათი პრევენციის გზებზე.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები, პრეზენტაცია, ლექსები, პოსტერები. გაიმართა დისკუსია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203